logo
ENG



წრის გარღვევა - რა ძალა გადაიბარებს მმართველობას, თუ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია მიიღებს

06 სექ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადის მიწურულს, ქართული ოცნების მიერ გაცემული მსუყე დაპირებების ჩავარდნის და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ჩნდება მოლოდინი, რომ პროპორციული სისტემის პირობებში და დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში ერთპარტიულ მმართველობის შენარჩუნება ქართული ოცნებისთვის რთული ამოცანა იქნება და ოპოზოციურ ველზე არსებული კლიმატის გათვალისწინებით კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსები იზრდება.

დგება ალტერნატივის საკითხი, რა ძალამ შეიძლება გადაიბაროს ქვეყნის მმართველობა, თუკი მმართველი უმრავლესობის მოპოვებას ცალკე აღებული ვერც ერთი პარტია მოახერხებს. ერთმანეთთან ხისტ ურთიერთობაში შემჩნეულ ოპოზიციურ ძალებს საერთო ინტერესზე შეჯერება, ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდომა და კოალიციურ მმართველობაზე შეთანხმება მოუწევთ.


close დახურვა